„ენერგორესურსები უნდა ვიყიდოთ მეგობრებისგან და არა მტრებისგან“ – ნულოვანი დამოკიდებულება რუსეთზე

„რუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი. პუტინმა შეარყია მშვიდობა ევროპაში, რაც სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ გვეგონა, რომ წარმოუდგენელი იყო“ –  ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა იმოქმედა სწრაფად და მიიღო უპრეცენდენტო და მასშტაბური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ევროპარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის სწორი მიდგომა, თუმცა მისივე თქმით, შესაძლებელია მეტის გაკეთება.

მეცოლა ამბობს, რომ ევროპარლამენტის პოზიცია მკაფიოა და რუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი.

„სანქციებმა დაარტყა რუსეთს მძიმედ, ევროპარლამენტის პოზიცია მკაფიოა, რუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი, ეს ჩვენი უპირველესი მიზანია. ენერგორესურსები უნდა ვიყიდოთ მეგობრებისგან და არა მტრებისგან, არაპირდაპირ ჩვენ ფაქტობრივად ვაფინანსებთ ამ ომს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ქვეყნებზე, ვინც 100 პროცენტით არის დამოკიდებული რუსეთზე, თუმცა არა მარტო მათზე, არამედ იმ ქვეყნებზე რომლებიც ევროკავშირის მეზობლად მდებარეობენ, რომლებიც ასევე არ არიან რუსეთისგან დამოუკიდებლები. ამ შემთხვევაში, ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, როგორც ევროკავშირს, არის ის, რომ ვაჩვენოთ ლიდერობა და ყურადღება გავამახვილოთ მწვანე ენერგიაზე“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მსგავსი თემები