G20-ის სამიტზე დასწრებას პუტინიც გეგმავს

სამიტზე, საიდანაც რუსეთის გარიცხვის საკითხი აქტიურად განიხილება, თავად რუსეთის პრეზიდენტიც აპირებს მონაწილეობის მიღებას.  ინფორმაციას  რუსეთის ელჩი ინდონეზიაში ლუდმილა ვორობიევა ავრცელებს.

„არა მხოლოდ G20, არამედ ბევრი ორგანიზაცია ცდილობს რუსეთის გარიცხვას. დასავლეთის რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციულია“, – აცხადებს ელჩი და დასძენს, რომ სამიტში მონაწილეობას პრეზიდენტიც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ოცეულის სამიტს წელს ინდონეზია მასპინძლობს. საუბარია, რომ „დიდი ოცეული,“ რომელიც მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნების გაერთიანებაა, რუსეთის გარიცხვის საკითხს განიხილავს.

„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნები G20-დან რუსეთის გარიცხვის საკითხს განიხილავენ

მსგავსი თემები