„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნები G20-დან რუსეთის გარიცხვის საკითხს განიხილავენ

ამერიკა და მოკავშირე ქვეყნები “დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვის საკითხს აქტიურად განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვის ინიციატივით პოლონეთი გამოვიდა და მას მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. „დიდი ოცეული“ მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს პასუხობს.

შეგახსენებთ, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ კავშირიდან გარიცხეს.

 

 

მსგავსი თემები