კადიროვი ზელენსკის თავშესაფარს ჩეჩნეთში სთავაზობს და მოუწოდებს დაუჯეროს პუტინს და ისტორიაში შევა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელმა უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები გაგზავნა, პრეზიდენტი ზელენსკის მიმართავს და მოუწოდებს დაუჯეროს პრეზიდენტ პუტინს.

„თუ არ გსურს, ისტორიაში შეხვიდე პრეზიდენტად, რომელიც სუსტი ხასიათისა და შორსმჭვრეტელობის უუნარობის გამო ვერ გაუმკლავდა შიდა საფრთხეებსა და გარე წამქეზებლებს, ქვეყნის პრობლემებსა და დასავლურ იდეოლოგიას, უნდა დახვრიტო ასეთი სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები. უფლება არ მისცე ჩაგინერგონ არაპერსპექტიული იდეები, ჩართე საღი გონება. მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ მშვიდობისმყოფელად, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა,“- მიმართავს კადიროვი ზელენსკის.

კადიროვი ვლადიმერ პუტინის ყოვლისშემძლეობაზეც საუბრობს დ აცხადებს, რომ მისი დახმარებით, მზად არის, ზელენსკის თავშესაფარი ჩეჩნეთში მისცეს.

„დათანხმდი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყველა შეთავაზებას და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტე ეს საკითხი მშვიდობიანი გზით. ვლადიმერ პუტინის პირობები ორმხრივად მომგებიანი და პროდუქტიულია. მიაქციე ყურადღებას იმას, რომ ჩვენი ლიდერი ყოველთვის მხარს უჭერს ქვეყნებს, რომლებიც გახდნენ დასავლეთის ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი და აქცევს მათ სტრატეგიულ პარტნიორებად. ის მხარს დაუჭერს უკრაინასაც. მზად ვარ, მივმართო პუტინს, თავშესაფარი სწორედ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მიიღოთ“ – ასეთია კადიროვის გზავნილი.

 

მსგავსი თემები