ცხედრები ქუჩაში ყრია – ჰუმანიტარული კატასტროფა ჩერნიგოვში

ჩერნიგოვის მერის, ვლადისლავ არტოშენკოს განცხადებით, ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა. გათიშულია ელექტროენერგია და ასობით ცხედარი ქუჩაში ასვენია.

„კვირაზე მეტია, არ გვაქვს ელექტროენერგია. იმის საშუალებაც არ არის, რომ აღვადგინოთ მისი მოწოდება. დაბომბვების შედეგად, გარდაცვლილთა ცხედრები საათობით რჩება ქუჩებში, რადგან შეუძლებელია მორგთან დაკავშირება და მათი გადასვენება. პროდუქტის შემოტანა თითქმის არ ხდება. ადამიანები იძულებულები არიან საკვები საგანგებო ვითარებაში მოამზადონ. აქაურობა ანტისანიტარიაა“ – აღნიშნა მერმა „უკრაინსკაია პრავდასთან.“

ქალაქში ძირითადად, ის ადამიანები რჩებიან, ვისაც ზრუნვა სჭირდება და წასასვლელი არსად აქვთ.

მსგავსი თემები