ბათუმში, „ალტ ინფო“-სა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც რუსულ პროპაგანდასა და უკრაინაში რუსეთის საომარ ქმედებებს  აპროტესტებდნენ. აქცია „ალტ ინფოს“ ოფისის მიმდებარედ იმართებოდა.

ადგილზე მობილიზებლები იყვნენ სამართალდამცველები იმ საფრთხიდან გამომდინარე, რომელიც შესაძლოა, „ალტ ინფოს“ წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შესალოა მომხდარიყო.

იმის მიუხედავად, რომ მიმდებარე ტერიტორია სავსე იყო პოლიციელებით, შენობიდან რამდენიმე ადამიანი გამოვიდა, რომლებიც აქციის მონაწილებს დაუპირისპირდნენ. გამოყენებული იყო ზის ხელკეტი. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა, ვინ არიან ისინი, ამ დროისთვის უცნობია. ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

 

მსგავსი თემები