„მკვლელები იტალიას დასასვენებლად იყენებენ“ – უკრაინის პრეზიდენტი იტალიის პარლამენტს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პარლამენტს მიმართავს და ოკუპანტი რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების გამოყენებას სთხოვს.  ვირტუალური ჩართვა იტალიელი კანონმდებლების ფეხზე წამოდგომითა და ტაშით გაიხსნა და ასევე მქუხარე ტაშით დაიხურა.

„ეს არის ომი, რომელსაც რუსეთი დიდი ხანი ამზადებდა, რომლისთვისაც ერთი ადამიანი დიდი ხანი ემზადებოდა. „ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი ერი, რომელსაც არასოდეს უნდოდა ომი, ისეთივე ევროპულია, როგორც თქვენ. იცით, ვინ მოიტანა ომი უკრაინაში. კარგად იცით ისინი, ვინც მკვლელობის ბრძანებას გასცემენ და პროპაგანდას ეწევიან, თითქმის ყველა იტალიას დასასვენებლად იყენებს. ნუ გახდებით საკურორტო ადგილი მკვლელებისთვის. დაბლოკეთ ყველა უძრავი ქონება, ანგარიშები, იახტები. დაბლოკეთ ყველა, ვისაც რუსეთში რაიმე გავლენა აქვს. მხარი დაუჭირეთ სანქციების უმეტესობას რუსეთის წინააღმდეგ, რათა იგრძნონ მათი აგრესიის და ზღვის დანაღმვის საფასური“ –  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა იტალიის პარლამენტში ჩართვისას.

მსგავსი თემები