“ნუ იქნებით მკვლელებისთვის „კურორტი“ – ზელენსკის იტალიის პარლამენტი ფეხზე წამოუდგა და ტაშით შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტში ვირტუალურად ჩაერთო და პარლამენტის წევრებს მიმართა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაძლოა, რუსული ძალები ევროპის დანარჩენ ქვეყნებში შეიჭრან.

უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ სანქციების სია გაზარდონ.

დაუბლოკეთ ყველა ანგარიში ოკუპანტებს, საკუთრება რუს ოლიგარქებს, დაიწყეთ ნავთობზე სანქციები, არ მისცეთ რუსულ გემებს თქვენს ნავსადგურში შესვლის საშუალება, ნუ იქნებით მკვლელებისთვის „კურორტი“, „ისინი“ იყენებენ იტალიას დასასვენებლად“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მიმართვამდე, უკრაინის პრეზიდენტს ტრადიციულად პარლამენტარები ფეხზე წამოუდგნენ და მქუხარე ტაშით შეხვდნენ. საპასუხოდ, იტალიის პრემიერმა მარიო დარაგიმ განაცხადა, რომ უკრაინამ გმირული წინააღმდეგობა გაუწია მტერს, იტალია კი კიევს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებლად დაუჭერს მხარს.

აშშ, გერმანია, ევროპარლამენტი ბრიტანეთი და ამჯერად იტალია. ეს ის ქვეყნებია, რომელსაც პრეზიდენტმა უკვე ვიდეო ჩართვით მიმართა და არაერთხელ დაიმსახურა მქუხარე ტაში. 23 მარტს კი დაგეგმილია ვიდეო მიმართვა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაშიც.

მსგავსი თემები