ჯო ბაიდენი პუტინისგან კიბერშეტევას ელოდება

„პუტინის შემდეგი ესკალაცია შეიძლება იყოს პირდაპირი კიბერშეტევა აშშ-ზე“ – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენის თქმით, არსებობს რუსეთის “განვითარებული დაზვერვა”, რომელიც აშშ-ს მიმართ კიბერთავდასხმების ვარიანტებს იკვლევს. ამის მიზეზი არის ის, რომ ამერიკული ჯაშუშური სააგენტოები ვლადიმერ პუტინის ნაბიჯებს წინასწარ პროგნოზირებდნენ და რუსულ საინფორმაციო პლათფორმებს თავს ესხმოდნენ.

ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს. ბაიდენი ასევე ამერიკის მოსახლეობას, წერილობითი განცხადებით მიმართავს და „ონლაინ“ დაცვისკენ მოუწოდებს.

„დროა კერძო სექტორმა, რომელიც ფლობს ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურის დიდ ნაწილს და ყოველთვის არ ითვალისწინებს მთავრობის გაფრთხილებებს, დაუყოვნებლივ გაამკაცრონ თავიანთი ონლაინ დაცვა.”

მსგავსი თემები