ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა  

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის.

საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება.

“28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

 

მსგავსი თემები