„თითქოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შერცხვენა მიუსაჯეს“ – პრეზიდენტი ოკუპანტის ჯარებზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის მფრინავებს, რომლებიც სამოქალაქო ობიექტებსა და ადამიანებს უშენენ ბომბებს, უგულოები და უსულოები უწოდა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ისინი სასიკვდილოდ გაგზავნეს უკრაინაში.

„მათ სიცარიელე აქვთ გულის ნაცვლად, სულის ნაცვლად და ყველაფრის ნაცვლად, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს. ჩვენმა სამხედროებმა უკვე იმდენი რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს… გონების ნაცვლად რა აქვთ მათ „პილოტებს“? აქაც სიცარიელეა…“ აცხადებს პრეზიდენტი.

ზელენსკი ხერსონში ჩაცხრილულ მშვიდობიან მოქალაქეებზეც საუბრობს და ამბობს რომ ისინი ცარიელი ხელებით საკუთარ მიწა-წყალს იცავდნენ.

„ქუჩებში მშვიდობიანად, იარაღის გარეშე თავიანთი თავისუფლების დასაცავად გამოვიდნენ და აქცია გამართეს, მაგრამ ცეცხლი დაუშინეს. რუსმა ჯარისკაცებმა არც კი იციან, როგორია იყო თავისუფალი ხალხი. აქ წამოიყვანეს, თითქოს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, შერცხვენა მიუსაჯეს,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები