ავლაბარში, წლობით არსებული პრობლემური გზების მოწესრიგება დაიწყო

თბილისის ისნის რაიონში, ავლაბრის ტერიტორიაზე, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, პირველ ეტაპზე გზის 410-მეტრიან მონაკვეთზე წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეიცვლება და წყალარინების სისტემა მოწესრიგდება. სამუშაოებს რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასრულებს.

საგზაო სამუშაოების მეორე ეტაპი კი თებერვლიდან დაიწყება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევი რაიონში ერთ-ერთი პრობლემური ქუჩაა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, გზის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში, როგორც წყალმომარაგების, ასევე გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა.

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პროექტის დეტალები გააცნო.

მისი ინფორმაციით, ავლაბარში, წლის პირველივე რიცხვებში პრობლემური ქუჩების მოწესრიგება დაიწყეს. ყველა მათგანი შარშან, დეტალურად შეისწავლეს და მათი რეაბილიტაცია დაგეგმეს. მთისძირის მეორე შესახვევის და ნავთლუღში, ციხისძირის ქუჩის, თავისი ჩიხებით და შესახვევებით სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

” მოსახლეობასდავპირდით, რომ აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია პრიორიტეტული იქნებოდა. მადლობა კომპანია GWP-ს, იმისთვის, რომ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და შესაბამისი სამუშაოებიდროულად დაიწყო. სამუშაო პროცესშიმაქსიმალურად ჩართული ვარ, რათა პროექტი შეუფერხებლად და წარმატებით განხორციელდეს“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მსგავსი თემები