უკრაინელებს უკრაინელების შეფარებისთვის კომპენსაციას გადაუხდიან

უკრაინა საკუთარი ქვეყნიდან დევნილების შეფარებისთვის კომპენსაციას გამოყოფს. ის უკრაინელები, რომლებიც საკუთარ, დევნილებად ქცეულ მოქალქეებს შეიფარებენ, დაეხმარებიან და თანხას გადასცემენ.

აღნიშნული განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გააკეთა.

„ვაფართოებთ პროგრამას, რომ ოჯახებმა, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებს იღებენ სახლში, ასევე მიიღონ კომპენსაცია კომუნალური გადასახადებისთვის. თითოეული ადამიანი, რომელიც გამოეხმაურა უბედურებას და უფასო თავშესაფარი მისცა თანამოქალაქეებს, ყოველთვიურად 450 გრივნას მიიღებს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები