„მტერი უკვე არ ოცნებობს კიევის აღებაზე, რადგან მას „ყელში გაეჩხირა“ ჩერნოგოვი, სუმი…“ – თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკრაინის გმირ დამცველებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი დამსახურებითა და არაადამიანური თავგანწირვით, მტერი კიევის აღებაზე არც ოცნებობს.

„მარიუპოლის დამცველთა თავგანწირვისა და არაადამიანური სიმამაცის წყალობით ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა უკრაინის მასშტაბით. მარიუპოლი დღეს იცავს კიევსაც, დნეპრსა და ოდესასაც. ეს ყველას უნდა ესმოდეს. ხერსონის, ენერგოდარის და სხვა ქალაქების მოსახლეობა შიშველი ხელებით გამოდის რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ბრძოლა საკუთარი მიწისთვის აიძულებს მსოფლიოს  აღიაროს ის, რაზეც ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით. უკვე გაეროს გენერალურმა მდივანმაც კი აღიარა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს მორიგ საიმიგრაციო კრიზისს ევროპაში,“- განაცხადა მინისტრმა.

რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა გმირმა დამცველებმა გადაარჩინეს.

„უდიდესი წვლილი იმაში, რომ მტრის გეგმები განადგურებულია, ჩვენი თავდაცვა კი სულ უფრო აქტიური ხდება,  მარიუპოლის გმირ დამცველებს შეაქვთ. მტერი უკვე აღარ ოცნებობს კიევის აღებაზე, რადგან მას „ყელში გაეჩხირა“ ჩერნოგოვი, სუმი. მძიმე დარტყმებს იღებს ხარკოვში, მიკოლაევში, ხერსონში და ლუგანის ოლქებში“ – აცხადებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

მსგავსი თემები