„ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთს ისე დაუტკბა, რომ არა მხოლოდ მისი, არამედ ქვეყნის ჩაბარებასაც რუსეთისთვის აპირებენ. აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

„ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისათვის. სხვათა შორის, ესენი ამზადებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვის, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლეს რა აზრი აქვს თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ. ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის, პროვოკაცია მზადდება ტერიტორიების შიგნიდან, ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, რის შედეგადაც რუსეთი ნეიტრალიტეტს მოგვთხოვს, ესენი გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს და ნეიტრალიტეტის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ან ერთ ორ წელიწადში საქართველო რუსეთის ოფიციალური ნაწილი გახდება“ – განაცხადა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს სასამართლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს იხილავდა, სადაც ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილი და თემურ ჯანაშია.

მსგავსი თემები