ზელენსკი ისრაელი ქსენეთში ჩაერთო და დეპუტატებს მიმართა

ამერიკის  შეერთებული შტატების კონგრესში, გერმანიის ბუნდესტაგში, ევროპარლამენტსა და ბრიტანეთის პარლამენტში ჩართვის შემდეგ, დღეს, ვოლოდიმერ ზელენსკი ისრაელის ქსენეთშიც ჩაერთოს და დეპუტატებს მიმართა.  კითხვა, რომლითაც პრეზიდენტმა ებრაელ დეპუტატებს მიმართა იყო შემდეგი: რატომ არ დაეხმარა ისრაელი უკრაიანას იარაღით და რატომ არ შეუერთდა სანქციებს.

„დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენს ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვითხოვთ კვლავ დახმარებას… თქვენ უნდა გასცეთ კითხვებს პასუხი. უკრაინამ 80 წლის წინ გადაწყვიტა და გადაარჩინა ებრაელები. ისრაელის ხალხო, თქვენც გაქვთ არჩევანი”, – მიმართა პრეზიდენტმა ქსენეთს.

ქნესეთის სპიკერმა და კანონმდებლებმა ზელენსკის მადლობა გადაუხადეს მიმართვისთვის და თანაგრძნობა გამოუცხადეს მას და უკრაინელ ხალხს დიდი ტკივილისთვის.

ქსენეთის სპიკერმა აღნიშნა რომ ომი მალე უნდა დასრულდეს და ისრაელი პირობას იძლევა რომ პუტინთან შუამავლის ფუნქციას იტვირთებს.

ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვა, ქსენეთის გარდა, ისრაელის მთავარ ტელეარხზე გადაიცემოდა და მას ებრაელი ხალი თელ-ავივის, ჰაბიმას მოედანზე გიგანტურ ეკრანზეც უსმენდა.

მსოფლიო პარლამენტარები ზელენსკის ტაშს უკრავენ, საქართველოს პარლამენტში კი მას არ მოუსმენენ

მსგავსი თემები