„ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით და ეს გვამები არავის მიაქვს“, – პრეზიდენტი ზელენსკი

პრეზიდენტი ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში ისევ რუსი ჯარისკაცების გვამებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი ქვეყნიდან არავის მიაქვს.

„განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებში, ჩვენი თავდაცვის ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით და ეს გვამები არავის მიაქვს“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, 14 000-ზე მეტი გვამია უკრაინის ტერიტორიაზე.

„რა გიქნეს ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენს დანაკარგებს აღარ ამჩნევთ. აღარაფერს ნიშნავს თქვენთვის სიტყვები:  შვილი, დედა, მამა. უკვე 14 ათასზე მეტი თქვენი სამხედრო დაიღუპა. ეს არის 14 ათასი დედა, 14 ათასი მამა, ესენი არიან ცოლები, ესენი არიან შვილები, ნათესავები, მეგობრები და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ? იქნება მეტი მსხვერპლი, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება, ეს არის თქვენი ომი ჩვენს წინააღმდეგ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე“, – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები