რუს ტყვეებს სამშობლოში დაბრუნება არ სურთ

უკრაინის ვიცე-პრემიერის  ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუს ტყვეებს, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, რუსეთში  დაბრუნება არ სურთ.

„ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინამ 562 რუსი სამხედრო ჩაიგდო ტყვედ, რომლებსაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ვეპყრობით. საქმეში ჩართულია წითელი ჯვარიც“ – აცხადებს ირინა ვერეშჩუკი.

მისივე განცხადებით, ტყვეების უმრავლესობა წინააღმდეგია, რუსეთში დაბრუნდეს.

„ტყვეები ასაკით საკმაოდ პატარები არიან და ამბობენ, რომ არ სურთ იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელმაც უკრაინელი ქალებისა და ბავშვების დასახოცად გამოგზავნა. შეთანხმება ტყვეების გაცვლის თაობაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება,“ – აღნიშნა ვერეშჩუკმა.

 

 

მსგავსი თემები