უკრაინაში გარდაცვლილი ქართველებისთვის პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან გვირგვინები და ორი მებრძოლის – გია ბერუაშვილისა და დავით რატიანის ფოტოები მიიტანეს. საქართველოს მოქალაქეებმა პატივი მიაგეს ორი ქართველი მებრძოლის უკრაინაში გარდაცვალებას.

პარლამენტთან უკრაინის ელჩი იდორ დოლგოვი (რომელიც დროებით გაწვეულია ქვეყნიდან) და საელჩოს თანამშრომლებიც მივიდნენ. დოლგოვმა დაღუპულთა სურათებთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანა და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი ქართველის გარდაცვალების შესახებ.

6 ქალაქი, უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს პატივს მიაგებს

მსგავსი თემები