შარლ მიშელის ინიციატივით, უკრაინის სოლიდარობის ფონდი შეიქმნება

უკრაინის გადასარჩენად, აღსადგენად, ომის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის „უკრაინის სოლიდარობის ფონდი“ შეიქმნება. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ეს საჭიროა ძირითადი სერვისების დასაკმაყოფილებლად.

„მხარს ვუჭერ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ძირითადი სერვისების მიწოდებას და მოქალაქეების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ფონდი  გრძელვადიან პერსპექტივაში, გახდება საფუძველი თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის აღდგენისათვის. პარტნიორებს შეუძლიათ, ფონდის განვითარებაში საკუთარი წვლილი საერთაშორისო დონორთა კონფერენციის მეშვეობით შეიტანონ“, – აცხადებს შარლ მიშელი.

შარლ მიშელი ასევე აცხადებს, რომ ის პრეზიდენტ ზელენსკისაც ესაუბრა.

 

მსგავსი თემები