„საჭიროა, ყველა ევროპელმა დაბლოკოს რუსული ხომალდებისთვის „პორტები“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებს სთხოვს, რუსული გემებისთვის ნავსადგური ჩაკეტოს და რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ყველა ხომალდი რუსული სამხედრო გემის გზას გაუყენოს.

„მადლობელი ვარ ნავსადგურის  თანამშრომელთა შვედური პროფკავშირის, რომელმაც პირობა დადო, რომ არ მოემსახურება რუსეთთან დაკავშირებულ ხომალდებს. ეს სწორია. ეს კარგი მაგალითია, რომელსაც უნდა მიბაძონ ყველა საზოგადოებრივმა სტრუქტურამ, ყველა პროფკავშირმა და ბიზნესასოციაციამ.  საჭიროა, ყველა ევროპელმა დაბლოკოს რუსული ხომალდებისთვის „პორტები“. საჭიროა, ყველა დასავლური კომპანია გავიდეს რუსული ბაზრიდან“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

უკრაინის მთავარ მოთხოვნად ისევ ცის ჩაკეტვა რჩება.

 

მსგავსი თემები