„ხელახლა ავაშენებთ ყველაფერს“ – პრეზიდენტი მიწასთან გასწორებულ უკრაინაზე

პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ მოსახლეობას ანუგეშებს და იმედს აძლევს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს. ყველაფერი გაცოცხლდება, აღდგენა და სიცოცხლე თავიდან დაიწყება.

„უსამართლო და აგრესიული ომი ყოველთვის ძვირი უჯდება აგრესორს.  რაც არ უნდა დაემართოს რუსეთს, ეს არ ანუგეშებს უკრაინელებს, არ გააცოცხლებს დაღუპულებს, არ აღადგენს ქალაქებს და არ მოარჩენს სულიერ ჭრილობას, რომელიც უკრაინის მოსახლეობასთან მუდამ დარჩება. ხელახლა ავაშენებთ ყველაფერს, ამაში ეჭვი არ მეპარება. გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი სახელმწიფოს თითოეული წარმომადგენელი ამისთვის 24/7-ზე მუშაობს, თუმცა ცხოვრება უკვე იქნება სხვანაირი, ათასობით გულის გარეშე, რომელთა ძგერაც ამ ომმა გააჩერა“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები