„ჯო ბაიდენმა სიბერეში გონების ნარჩენებიც დაკარგა“ – კადიროვი ბაიდენს თავს ესხმის და დამნაშავეს უწოდებს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმაზე გადავიდა. კადიროვი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინის შეფასებას არც უნდა ბედავდეს.

„ჯო ბაიდენმა სიბერეში საბოლოოდ დაკარგა გონების ნარჩენები. ახლა კეთილშობილი „კოვბოის“ როლში შესვლის მცდელობისას მან გადაწყვიტა შეეფასებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მას ომის დამნაშავე უწოდა. შეგახსენებთ, საუბარია ჯოზეფ რობინეტ ბაიდენზე, შეერთებული შტატების 47-ე მმართველზე. ეს ის ადამიანია, რომელმაც თავისი ცხოვრების პერიოდში კაცობრიობის წინაშე იმდენი ბოროტება ჩაიდინა, რომ მისი თითოეული ქმედება დამოუკიდებლად აღებული საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მკაცრი განაჩენი გამოუტანონ. უფრო მეტიც, მისი ზოგიერთი მონსტრული დანაშაულის დამტკიცება ბრალდებას არც დასჭირდება“ – აცხადებს განრისხებული კადიროვი.

მსგავსი თემები