ვინც კიევს იარაღს მიაწვდის, მოსკოვი მას ემუქრება   

რუსეთს საგარეო მინისტრმა დასავლეთის მისამართით მუქარა ხმამაღლა განაცხადა და აღნიშნა რომ, უკრაინისთვის მიწოდებული ნებისმიერი იარაღის ტვირთი იქნება რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე.

„ჩვენ ახლა ვხედავთ ჩვენი დასავლელი კოლეგების მიერ გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს. დასავლეთი ცდილობს, რუსეთის მარგინალიზებას, რომ შეაჩეროს მისი განვითარება. მოსკოვზე ზეწოლა უპრეცედენტოა, ნებისმიერი ტვირთი უკრაინისთვის იარაღით, გახდება რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე. მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან. მოსკოვს სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც საერთო იქნება როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის. ზელენსკიმ იცის, რომ ჯო ბაიდენი გამოცდილი პოლიტიკოსია და ცის დახურვაზე მისი პოზიცია ცნობილია. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს აქვს მოლოდინი, რომ კონგრესი მოახდენს ზეწოლას ბაიდენზე რუსეთთან უფრო დიდი დაპირისპირებისთვის. ურთიერთობები არ დალაგდება უცებ, მაგრამ ეს მოხდება ეტაპობრივად” – აცხადებს რუსეთის საგარეო მინისტრი ლავროვი.

 

მსგავსი თემები