ომის „პუტინის ომად“ მოხსენიებისთვის უკრაინა გერმანიას გაუბედაობისთვის აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკი  გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გაუბედავი ნაბიჯია. საუბარია სიტყვებზე, სადაც შოლცი ამბობს, რომ მხოლოდ ვლადიმერ პუტინია პასუხისმგებელი უკრაინაში მიმდინარე ომზე

„კანცლერი ოლაფ შოლცი თავისი გაუბედაობის გასამართლებლად გვთავაზობს, გავყოთ რიგითი რუსები და პუტინი, როგორც ომის ავტორი. ევროპაში ეს შეიძლება, გახდეს ცრუ ტენდენცია, ვინაიდან რუსების 71% კატეგორიულად ემხრობა უკრაინის წინააღმდეგ ომს და ჩვენი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებს. გაითვალისწინეთ ეს“, – აცხადებს პოდოლიაკი.

შოლცს გაუმართლებლად მიაჩნია რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმები, შეურაცხყოფა და დაკნინება, რადგან, მისი თქმით ეს პუტინის ომია.

 

მსგავსი თემები