პუტინი უკრაინის მიმართ მოთხოვნებს აყალიბებს და შუამავლად თურქეთს იყენებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკუთარ მოთხოვნებს უკრაინის მიმართ, თურქეთის პრეზიდენტს აცნობს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოთხოვნების პაკეტი უკვე წარუდგინა,

პუტინის მოთხოვნის პირველ კატეგორიაში შედის:

  • უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება;
  • უკრაინამ აღარ შეავსოს ნატო-ს წევრობაზე განაცხადი;
  • გაიაროს განიარაღების პროცესი, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდეს რუსეთისთვის;
  • უკრაინაში რუსული ენის დაცვისა და დენაციფიკაციის საკითხი.

რაც შეეხება მეორე პაკეტს, შემდეგია:

  • პრეზიდენტ ვოლოდიმირზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკება ვიდრე რაიმე სახის შეთანხმება შედგება;
  • საკითხები დონბასის სტატუსსა და ყირიმს შეეხება.

 

მსგავსი თემები