SOS! გაფრთხილდით – როგორ იპარავენ თაღლითები საბანკო ანგარიშიდან თანხებს?!

​კიბერ თაღლითები საბანკო ანგარიშებიდან მოქალქეებს თანხას სხვადასხვა მეთოდებით სძალავენ. მედიაცენტრმა მთავარმა“ გამოავლონა ერთ-ერთ მეთოდი, როგორ შეიძლება თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა, „მაი მარკეტზე“ განათავსა განცხადება, რომ ყიდდა გარკვეულ საოჯახო ნივთს (საბავშვო საწოლს). განცხადების გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ საათში, მას პირად ნომერზე დაუკავშირდნენ.

„გამომეხმაურა უცხო ნომრიდან პიროვნება, რომელმაც მომწერა რომ ამ საოჯახო ნივთის ყიდვა აინტერესებდა. მწერდა რუსულ ენაზე. არც ფასზე შემვაჭრებია, არც მისამართი უკითხავს, არც ანგარიშის ნომერი, მითხრა, კურიერი დღესვე მოვა და ნივთს წამოიღებსო. გამიკვირდა და ვკითხე, როგორ, ნახვა არ გაინტერესებთ-მეთქი? მითხრა არა, ფოტო საკმარისიაო. მიმოწერა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე.

ვკითხე,  თანხის გადახდას როგორ აპირებდა. მითხრა, ახლა მოვამზადებ გადახდის ქვითარს, ჩაგიგდებთ ლინკს, გახსენით, ხელი მოაწერეთ და კურიერი როგორც კი მოვა თანხა დაგიჯდებაო.

ვკითხე – ჩემი ანგარიშის ნომერი არც გიკითხავთ და ასე თანხა როგორ უნდა ჩაირიცხოს-მეთქი. მიპასუხა, ამ ლინკს რომ გახსნით, ანგარიში უნდა ჩაწეროთო. ეს რაღაც არ მენიშნა კარგად, 3-ჯერ ჩამიგდო ეს ლინკი და მითხრა რომ გამეხსნა. ვუთხარი, რომ ასეთი გადახდის სისტემით არასდროს მისარგებლია და არ ვენდობოდი.

შემდეგ აგრძელებდა მოწერას,  თუმცა, პასუხი არ გამიცია.  მწერდა ნომრიდან +7 967 438-76-54. ღამე, დაახლოებით 23:00 საათზე ანალოგიური ინდექსიდან რამდენიმე ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე. მეძინა და არ მიპასუხია. დილით რომ გავიღვიძე,  უკვე სხვა ნომრიდან დამხვდა მოწერილი, რომ ის საოჯახო ნივთი აინტერესებდა. მეორე ნომერი იყო  +7 985 679-48-78. რომ გადავამოწმე, ეს ინდექსი ყაზახეთისაა. დარმუნებული  ვარ, ეს არის თაღლითობა.

ეს ეჭვი იმანაც გამიმყარა, რომ საიტიდან, სადაც განაცხადი განვათავსე, შემდეგი შეტყობინება მომივიდა, რომ საიტზე ნივთის განთავსების შემდეგ, შესაძლოა დამიკავშირდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც სურთ ნივთის შეძენა და მოითხოვონ გარკვეულ ვებ.გვერდზე საბანკო ანგარიშის შეყვანა“ – გვიყვება მოქალაქე.

მსგავსი ექსპერიმეტი ჩვენც ჩავატარეთ. განვათავსეთ საიტზე რეკლამა, რომ იყიდებოდა კონკრეტული საოჯახო ნივთი. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, თაღლითებმა არ დააყოვნეს და ანალოგურად, ანალოგიური ნომრებითა და ტესქტით დაიწყო გზავნილები. პირველი გზავილი განხორციელდა შემდეგი ნომრიდან: +63 935 258 4768. ტექსტი იგივე, რომ დაინტერესებულია ამ კონკრეტული ნივთის შეძენით, რომ გამოგზავნის კურიერს, რომ უნდა გავხსნა ლინკი და შევიყვანო საბანკო რეკვიზიტები.

პარალელურად, გაფრთხილება იმ საიტიდან, სადაც რეკლამა განთავსდა, რომ შესაძლოა გარკვეული ჯგუფები დამიკავშირდნენ, რომლებიც მთხოვენ საბანკო რეკვიზიტებს და არ უნდა ვენდო.

“იყავი ყურადღებით. თუ განცხადება გიდევს საიტზე, შესაძლოა დაგიკავშირდნენ, როგორც ნივთის შეძენით დაინტერესებული პირები და მათ მიერ გამოგზავნილ ვებ.გვერდზე გთხოვონ ბარათის მონაცემების შეყვანა. გაუგებრობისგან ტავის ასარიდებლად, ერიდე საეჭვო ვებ. გვერდებზე საბანკო მონაცემები, ასევე, მობილური კოდების შეყვანას და სხვა ასეთი ინფორმაციის გადაცემას, რომელმაც შესაძლოა, მატერიალური ზიანი მოგაყენოს” – ეს იყო გაფრთხილება.

ინფორმაცია შინაგან სამქმეთა სამიისტროსაც გადავეცით. როგორც  მოვიკვლიეთ, ათეულობით შემთხვევაა, როცა თაღლითებმა მიზანს მიაღწიეს და  მოქალაქეებს სამანკო ანგარიშებიდან თანხა მოპარეს.

იმედს ვიტოვებთ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან აღნიშნული თაღლითობით. როგორც რესპონდენტი გვიყვება, ნივთის შეძენით დაინტერესებულმა მას უთხრა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. რომ არა მისი სიფრთხილე, არ არის გამორიცხული, თაღლითების მსხვერპლი გამხდარიყო.

 

მსგავსი თემები