უკრაინა 14 000-ზე მეტი ცხედრის გატანის მოთხოვნით წითელ ჯვარს მიმართავს

უკრაინა 20 დღეზე მეტია, რუსეთისგან ელოდება, საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებს მოითხოვს და გადაასვენებს, თუმცა, რუსეთის მხრიდან მსგავსი არაფერი ისმის. ამჯერად, უკრაინამ წითელ ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა და დაღუპული რუსი ჯარისკაცრების გადასვენებას ითხოვს.

„დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დავაყენეთ ოკუპანტების დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების შეგროვებისა და მათი იდენტიფიკაციის საკითხი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთს ჯერ არ მოუმართავს მსხვერპლთა ცხედრებისა და ნეშტების ექსტრადირებაზე, რომელთა რაოდენობამ დიდი ხანია 14 000-ს გადააჭარბა“, – აცხადებს უკრაინული მხარის წარმომადგენელი ირინა ვერეშჩუკი.

 

მსგავსი თემები