კადიროვი პუტინის დავალებას ასრულებს და უკრაინაში 1000 მებრძოლს გზავნის

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ის ვლადიმირ პუტინის დასახმარებლად ნებისმიერ დავალებას შეასრულებს და უკრაინაში საბრძოლველად 1000 ჩეჩენს გზავნის.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის თანაშემწე, ჩემი ძვირფასი ძმა აპტი ალაუდინოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან 1000 მოხალისის მეთაურად გაემგზავრება უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად“, – აცხადებს კადიროვი.

ის ტრაბახობს, რომ ალაუდინოვი გამოცდილი მებრძოლია, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი სამხედრო მომზადება.

კადიროვი აცხადებს, რომ ის უკრაინაში „მშვიდობას დაამყარებს.“

კადიროვი მზადაა, პუტინის ნენისმიერი დავალება შეასრულოს და უკრაინაში „მშვიდობა“ დაამყაროს  

მსგავსი თემები