„უკრაინა არ დათმობს არც ერთ ტერიტორიას“ – პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ოკუპანტ ქვეყანასთან  მოლაპარაკებაში უკრაინა არ აპირებს, საკუთარი ტერიტორია დათმოს.

„რუსულ მხარეს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. მათ კარგად ესმით ბრძოლის ველზე დამარცხების შედეგები, რომელსაც განიცდიან და საერთაშორისო სანქციები, რაც ძალიან აწუხებს. ისინი საკმაოდ კონსტრუქციულ პოზიციას იკავებენ შეთანხმების გაფორმებისა და მოლაპარაკების აქტის საკითხთან დაკავშირებით. ვენის კონვენციის თანახმად, ნებისმიერი მოლაპარაკება ან შეთანხმება ძალადობრივი ქმედებების პარალელურად ძალადაკარგულად ითვლება. სანამ ცეცხლი არ შეწყდება, რაიმე შეთანხმებაზე საუბარი საერთოდ შეუძლებელია.

ჩვენ არ დავთმობთ არც უკრაინის ტერიტორიას და არც ჩვენს ერს, ინტერესებს“ –  განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე განმარტებით, ერთადერთი, რაც რუსეთისთვის ამ სიტუაციაში მისაღებია, ეს არის უკრაინა არ გახდეს ალიანსის წევრი.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს დღეებში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაც იგეგება.

 

მსგავსი თემები