პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეკისრება

გერმანიის კანცლერი უკრაინის პრეზიდენტის საპასუხოდ აცხადებს, რომ ნატო ამ ომში ვერ ჩაერთვება.  „ნატო არ გარისკავს უკრაინის ომის ესკალაციას მასში სამხედრო ჩართულობით“ – ასეთია გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცის გზავნილი, რომელიც მან ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გააჟღერა.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით.  უკრაინაში ადამიანთა ბედით ძალიან ვღელავთ. პუტინმა უკრაინის მოსახლეობას საზარელი წამება და სიკვდილი მოუტანა. გვაწუხებს იმ ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცების ბედიც, რომელიც ხელმძღვანელობა ამ უაზრო ომში გაუშვა “- აღნიშნა  შოლცმა და მთელი პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ ოლაფ შოლცს ვოლოდიმერ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ  იმართა და ევროპაში ამ მკვლელი კედლის დანგრევა სთხოვა.

„ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

 

მსგავსი თემები