კადიროვი მზადაა, პუტინის ნენისმიერი დავალება შეასრულოს და უკრაინაში „მშვიდობა“ დაამყაროს  

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინაში წარმოებული საომარი მოქმედებებით კმაყოფილია, თუმცა ომს „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინი მადლობას უხდის ჩეჩნეთს და მის ლიდერს მაქსიმალური მხარდაჭერისთვის.

„ჩვენი ბიჭები ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს. სამხედრო ოპერაცია უკრაინაში წარმატებულია. დასავლეთის ლიდერები არ მალავენ,  რომ სანქციები არ არის მიმართული ფიზიკური პირების ან კომპანიების წინააღმდეგ. მათი მიზანია დაარტყან მთელ ჩვენს შიდა ეკონომიკას, ჩვენს სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროს, ყველა ოჯახს, რუსეთის ყველა მოქალაქეს.   სურთ რუსეთი სუსტ, დამოკიდებულ ქვეყნად აქციონ. რუსეთი არასოდეს იქნება ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში. რამზან ახმატოვიჩ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრა, რომ შენი სამხედროები, რომლებიც ჩეჩნეთიდან ოპერაციაში მონაწილეობენ, სამშობლოს წინაშე თავიანთ სამხედრო მოვალეობას უმაღლესი ღირსებით ასრულებენ,” – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

კადიროვი კი პუტინს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დაჰპირდა.

„ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ არ გვეშინია ეკონომიკური სანქციების. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და მშვიდობას დავამყარებთ უკრაინაში, ისევე როგორც კავკასიაში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოება. ყოველთვის შევასრულებთ ნებისმიერ ბრძანებას,” – მიმართა მან პუტინს.

 

მსგავსი თემები