ოკუპანტის ჯარებმა მელიტოპოლის მერი გაათავისუფლეს

მელიტოპოლის მერი, რომელიც რუსებმა საკუთარ კაბინეტში მძევლად აიყვანეს, თავისუფალია. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ტიმოშენკო ადასტურებს.

„ახლახანს წარმატებით დასრულდა მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის ტყვეობიდან გათავისუფლების ოპერაცია. ვანია უსაფრთხოდ არის. მხოლოდ პრეზიდენტი და ოფისის ხელმძღვანელობა ესაუბრა მას“, – წერს ტიმოშენკო.

მერი ივან ფიოდოროვი ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს.

 

მსგავსი თემები