„ჯარისკაცები და ოფიცრები ავლენენ მამაცობას“ – პუტინი უკრაინაში წარმატებული ოპერაციით ამაყობს

რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კმაყოფილია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით და აცხადებს, რომ ტაქტიკამ გაამართლა.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაქტიკამ გაამართლა.

„რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკას, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გენერალურ შტაბთან ერთად, მან სრულიად გაამართლა. ჩვენი ბიჭები, ჯარისკაცები და ოფიცრები ავლენენ მამაცობას და გმირობას. ყველაფერს აკეთებენ, რაც მათზეა დამოკიდებული, რათა უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი აირიდონ“ , – აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი.

როგორც პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, დონბასში ომის დაწყებისას კიევს შესთავაზეს, უაზრო სისხლისღვრის თავიდან აცილება, თუმცა, მან ეს არ გაითვალისწინა: „„არ ისურვეს! რას იზამ“ – აღნიშნა პუტინმა „სინანულით“.

პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინამ მას სხვა გზა არ დაუტოვა

მსგავსი თემები