პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინამ მას სხვა გზა არ დაუტოვა

ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს უკრაინის ოკუპაცია არ სურს და ეს მის გეგმებში არც შედის. ამავდროულად, პუტინი თავს იმართლებს და  აცხადებს, რომ მას უკრაინამ სხვა გზა არ დაუტოვა.

კიევთან და უკრაინის სხვა ქალაქებთან რუსეთის ჯარების გამოჩენა დაკავშირებული არ არის ამ ქვეყნის ოკუპაციასთან. ჩვენ ასეთი მიზანი არ გვაქვს. უბრალოდ, სხვა ვარიანტი არ დაგვიტოვეს, რომ მშვიდობიანი გზით მოგვეგვარებინა ეს პრობლემა, რომელიც ჩვენს გამო არ წარმოშობილა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უბრალოდ იძულებული ვიყავით დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე, რომელიც კონგრესში ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვის პარალელურად გამართა.

„მათ რუსი ხალხი გადმოაფურთხებს, როგორც პირში შემთხვევით შეფრენილ ბუზს”-  პუტინი ისევ იმუქრება

მსგავსი თემები