ზელენსკი “პასუხისმგებელი ქვეყნების გაერთიანების” შექმნის იდეით გამოდის

პრეზიდენტი ზელენსკი კონგრესში, სიტყვით გამოსვლისას, ინიციატივით გამოვიდა, შეიქმნას „პასუხისმგებლიანი ქვეყნების გაერთიანება“.

„გთავაზობთ ასოციაციის შექმნას,  პასუხისმგებელი ქვეყნების გაერთიანების, რომელსაც ექნება იმის ძალა და შეგნება, რომ კონფლიქტები დაუყოვნებლივ შეაჩეროს და 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში იარაღიც კი, სანქციები, ჰუმანიტარული მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა, ფინანსები, ყველაფერი, რაც სიმშვიდის შესანარჩუნებლად და სამყაროს სწრაფად გადასარჩენადაა საჭირო, სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ზელენსკიმ კონგრესში ვირტუალური ჩართვისას.

მან ამერიკის პრეზიდენტსაც მიმართა და უსურვა გახდეს მსოფლიოს და მშვიდობის ლიდერი.

„სიცოცხლის აზრს ვერ ვხედავ, თუ ეს სიკვდილი არ შეჩერდება“ – პრეზიდენტი ზელენსკი

 

მსგავსი თემები