კონგრესი ზელენსკის ფეხზე წამოუდგა და რამდენიმე წუთი ტაში არ გაჩერებულა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში უკრაინის პრეზიდენტის გამოჩენაზე ყველა ფეხზე წამოდგა და რამდენიმე წუთი მქუხარე ტაში არ გაჩერებულა. ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში სიტყვით ვირტუალურად გამოვიდა და საშინელი ომის კადრებიც აჩვენა.

„დღეს საკმარისი არ არის იყო ერის ლიდერი, უნდა იყო მსოფლიოს ლიდერი. ჩვენ ვიცავთ ევროპას, მთელ მსოფლიოს და ამისათვის ვწირავთ ჩვენს სიცოცხლეს. ამერიკელი ხალხი ეხმარება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, მთელ მსოფლიოს, რომ პლანეტა გადარჩეს“ – მიმართა პრეზიდენტმა კონგრესის წევრებს.

მისი თქმით, უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება.

„ამაყი ვარ, მოგესალმოთ უკრაინიდან, კიევიდან, რომელიც ყოველდღიურად იბომბება რუსეთის მიერ, მაგრამ არ ნებდება, ჩვენ ამაზე ერთი წამითაც არ გვიფიქრია…  მაქვს პატივი, მოგესალმოთ მამაცი უკრაინელი ხალხის სახელით, თავისუფლებამოყვარული უკრაინელების სახელით, რომლებიც 8 წელია რუსულ აგრესიას ებრძვიან, სწირავენ თავიანთ შვილებს, რათა რუსული სრულმასშტაბიანი მიმდინარე აგრესია შეაჩერონ. უკრაინის ბედი ახლა წყდება, ახლა ირკვევა ვიქნებით თუ არა თავისუფალი დემოკრატია. რუსეთმა არამარტო ჩვენ შემოგვიტია, არამედ ჩვენს ღირებულებსაც, ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს – ტანკებითა და თვითმფრინავებით. ისინი ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვას ებრძვიან, ჩვენს ეროვნულ ოცნებებს, ისეთს, როგორიც თქვენ გაქვთ“, – განაცხადა ზელენსკიმ კონგრესში ჩართვისას.

მსგავსი თემები