„სასუქი შავი ნიადაგისთვი“ – უკრაინა დახოცილ რუს გენერლებზე

 ოთხი გენერალ-მაიორი, სამი პოლკოვნიკი და სამი ვიცე-პოლკოვნიკი განადგურებულია. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის 10 წევრი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციისა და საინფორმაციო უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი ავრცელებს და ლიკვიდირებულთა ვინაობასაც ასახელებს.

  • გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი,
  • გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი,
  • გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი,
  • გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი,
  • პოლკოვნიკი ანდრეი ზახაროვი,
  • პოლკოვნიკი სერგეი პოროხნია,
  • პოლკოვნიკი იგორ ნიკოლაევი,
  • ვიცე-პოლკოვნიკი იური აგარკოვი,
  • ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი სოფრონოვი,
  • ვიცე-პოლკოვნიკი მიხაილ ერმოლინი.

“სიკვდილი ელის ყველა რუს სამხედროს, რაც არ უნდა “ელიტურად” თუ “განსაკუთრებულად” ჩათვალონ ოკუპანტებმა. უკრაინის მიწაზე მას ერთი ფასი აქვს – სასუქი შავი ნიადაგისთვის. დიდება უკრაინას!”- ასეთ შეფასებას აძლევს უკრაინა რუსი სამხედროების განადგურებას.

 

მსგავსი თემები