ზელენსკი მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც უკრაინას გულშემატკივრობენ,  კიევში იწვევს. აღნიშნული გაცხადება პრეზიდენტმა სამი ქვეყნის ლიდერთან ერთად გააკეთა.

„დღეს კიევს ეწვია სამი პარტნიორი სახელმწიფოს, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, რომლებიც უკრაინის მეგობრები არიან: პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის. პოლონეთს ასევე წარმოადგენდა ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მაშინ, როდესაც ჩვენი კიევი ოკუპანტების სამიზნეა, აქ ჩამოსვლა ძალიან დიდ მხარდაჭერას ნიშნავს. ამაში გამოიხატება ლიდერობა. მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოდით აქ, კიევში“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები