„ცილისწამება და ბინძური კამპანია“ – ოთარ შამუგია რუსეთში რძის პროდუქტების შეტანაზე

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოდან რუსეთში რძის პროდუქტების გატანის თემას კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის ბინძური კამპანია.

„მეწარმეების ინიციატივის საფუძველზე, ექსპორტთან დაკავშირებით, მიმართვა გაკეთდა 2019 წელს და არა ომის დროს  – საკითხის ასე წარმოჩენა ბინძური კამპანიაა“ – აცხადებს მინისტრი.

მის შეფასებით, აღნიშნულ თემაზე სპეკულაცია უნდა დასრულდეს.

„მთელი გასული კვირის განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ზღვარგადასულ კრიტიკას, ცილისმწამებლურ და ბინძურ კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ  ამ უმძიმეს ვითარებაში, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს. რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ, მეწარმეების ინიციატივის საფუძველზე, ექსპორტთან დაკავშირებით, მიმართვა გაკეთდა 2019 წელს, ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს და არა ომის დროს – საკითხის ასე წარმოჩენა ბინძური კამპანიაა, რაც მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ამაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს“ – აცხადებს მინისტრი.

მსგავსი თემები