ოკუპანტი რუსეთი ამერიკის სანქციებს სანქციებით პასუხობს. ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სახელმწიფო მდივანს – ენტონი ბლინკენს სანქციები დაუწესა.
სანქციები ასევე შეეხო თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანსა და CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს.
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი ამით გაჩერებას არ აპირებს და სანქციების გაფართოებას კიდევ გეგმავს.