ბრიტანეთმა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა, სიაში მედვედევიც მოხვდა

დიდი ბრიტანეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აგრძელებს. ამჯერად, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციებში დამატებით 350 ფიზიკურ პირი და კომპანია მოაქცია.

სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ვლადიმირ პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  დიმიტრი მედვედევიც.

სანქციები ასევე შეეხოთ: ანდრეი მელნიჩენკოს (სასუქების მწარმოებელი EuroChem Group-ისა და ქვანახშირის კომპანიის SUEK-ის დამფუძნებელი);

პეტრ ავენის: ვლადიმერ პუტინის ახლო წრის წევრი და რუსეთის უმსხვილესი კომერციული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი;

მიხაილ ფრიდმანს: რუსი მილიარდერი და Alfa-Group-ის თანადამფუძნებელი;

სერგეი შოიგუს: რუსი პოლიტიკოსი და არმიის გენერალი, რომელიც 2012 წლიდან რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს;

 

მსგავსი თემები