„პუტინს, თუ მანამდე მიაღწია, პატარა რეფერენდუმი დასჭირდება, რომ აფხაზეთი რუსეთს მიუერთდეს“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ისევ აქტუალური საკითხია. ოფიციალური დოკუმენტი მომზადებულია და ის რუსეთთან  შეთანხმებას ელოდება.

ე.წ. საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნა აფხაზეთსა და რუსეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით – სწორედ ასე ჰქვია დოკუმენტს, რომლის ხელმოსაწერად ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება რუსეთთან აპირებს.

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამმედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, აფხაზეთის რუსეთთან შესაერთებლად თითქმის არაფერი რჩება.

„ამ პროგრამის მეორე  პუნქტი ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას. ეს პუნქტი შარშან უნდა შესრულებულიყო, თუმცა დღემდე არ არის დამტკიცებული. ეს დოკუმენტი უკვე მომზადებულია სოხუმში და დევს დეფაქტო პრეზიდენტს ადმინისტრზციაში,  მიმდინარეობს რუსეთთან შეთანხმება“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამმედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ეს პროექტი არსებობს თუმცა ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

„დოკუმენტი ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას. ბჟანია ატყუებს აფხაზებს, რომ ორმაგი მოქალაქეობა ნიშნავს რომ აფხაზები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებულად მიიღებთ-ო. ეს სწორია, თუმცა, გარდა ამისა, ეს ნიშნავს, რომ რუსებიც ანალოგიურად მიიღებენ აფხაზეთის მოქალაქეობას. ძალიან მოკლე ხანში, დემოგრაფიული ვითარება ისე შეიცვლება აფხაზეთში, პუტინმა თუ მანამდე მიაღწია, ერთი პატარა რეფერენდუმი დასჭირდება რომ აფხაზეთი მიუერთდეს რუსეთს. თუ ეს დოკუმენტი იქნება ხელმოწერილი, ეს კიდევ ერთხელ გამოიწვევს აფხაზებში დიდ უკმაყოფილებას“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამმედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები