„აფხაზეთში ველოდები უკიდურეს ეკონომიკურ სიდუხჭირეს“ – ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უკრაინის ომის გავლენაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება.

„უკრაინაში მიმდინარე ომი აფხაზეთზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ველოდები უკიდურეს ეკონომიკურ სიდუხჭირეს აფხაზეთში. თქვენ მალე ნახავთ, რომ აქედან წავა ჰუმანიტარული დახმარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ისეთ დღეში არიან, ხვალინდელი და ზეგინდელი დღე მათთვის სიკეთის მომტანი არ არის. მსოფლიოს და ჩვენი ბედი წყდება უკრაინაში; ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ბედი წყდება უკრაინაში. უფრო და უფრო მოველით რუსეთისაგან განდგომას ამ ოკუპირებული რეგიონების. სოციალური მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდება და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია ცვლილებები მათ პოლიტიკაში“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამმედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, ომის შედეგები და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგები აფხაზეთში უკვე იგრძნობა, მოსახლეობა შეშფოთებულია და ერთი საპროტესტო აქცია უკვე ჩატარდა კიდეც, რომელიც საწვავზე ფასის მატებას ეხებოდა. ჯემალ გამახარიას თქმით, რუსული რუბლი ფარატინა ქაღალდად იქცა, რაც პირდაპირ ურტყამს უბრალო ადამიანებს.

მსგავსი თემები