„ომის მე-20 დღე – ეს ბევრია იმისთვის, რომ ყველას დავუმტკიცოთ, ჩვენ უძლეველები ვართ“ – უკრაინა

უკრაინული მხარე რუსეთ-უკრაინის დაწყებიდან მე-20 დღეს აფასებს და აცხადებ, რომ უკრაინა უძლეველია. „პუტინის რუსეთს ბრძოლა პრაქტიკულად არ შეუძლია, მათ მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა შეუძლიათ“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილო პოდოლიაკი.

„ქვეყნის გმირობის მე-20 დღე. ომის მე-20 დღე,  ეს ბევრია იმისთვის, რომ ყველას დავუმტკიცოთ, ჩვენ უძლეველები ვართ. ცვლილებები არ გვაქვს. ჩვენ ბრძოლა ვიცით და ეს უკვე ყველას ესმის. არ იცვლება ის, რომ ჩვენი პარტნიორები ჯერ კიდევ გაკვირვებით უყურებენ ამ ყველაფერს და თავიანთთვის წყვეტენ, მზად არიან თუ არა აიღონ ისეთი პასუხისმგებლობა, როგორსაც უკრაინა იღებს. არ იცვლება ის ფაქტი, რომ რუსეთის არმიამ პრაქტიკულად არ იცის ბრძოლა, მან იცის მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა”, – აცხადებს პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები