ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 585 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 672 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 253, ქვემო ქართლი – 56, შიდა ქართლი – 132, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150, კახეთი – 156, მცხეთა-მთიანეთი – 37, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46.

 

 

მსგავსი თემები