ატომურ სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

ამ ეტაპისთვის, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე გარე ელექტრომომარაგება  აღდგენილია მას შემდეგ, რაც „საოკუპაციო ძალებმა“ ელექტროგადამცემი ხაზი კვლავ დააზიანეს. პერსონალმა განაახლა მუშაობა სადგურის ელექტროქსელში ჩასართავად“, – აცხადებენ  ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში.

მსგავსი თემები