რუსეთმა უკრაინა „ისკანდერით“ დაბომბა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა  უკრაინაში „ისკანდერები“ გამოიყენა. ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის – ოლეგ სინეგუროვის ინფორმაციით,  ხარკოვი რუსეთის ტერიტორიიდან სარაკეტო კომპლექს „ისკანდერით” დაიბომბა.

უკუპანტები აგრძელებენ ხარკოვის საცხოვრებელი ზონის დაბომბვას და ანადგურებენ ისტორიულ ცენტრს. სროლა გრძელდება ჩუგუევოში, იზიუმსა და დერგაჩიში. დღეს მტერმა იერიში მიიტანა, მათ შორის, სარაკეტო კომპლექს „ისკანდერით”. თავდაცვის შტაბის ინფორმაციით, ხარკოვს შეუტიეს რუსეთის ტერიტორიიდან”, – აცხადებს  სინეგუროვი.

მსგავსი თემები