პრეზიდენტმა სამხედროებს უკრაინის სახელმწიფო ჯილდო მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა  განკარგულებას  სამხედრო მოსამსახურისთვის უკრაინის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების შესახებ.

,,ხელი მოვაწერე განკარგულებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების 234 სამხედრო მოსამსახურისთვის, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების შესახებ, რომელთაც გამოიჩინეს პირადი გამბედაობა და გმირობა ჩვენი მიწისთვის ბრძოლაში, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. მარადიული იყოს ყველას ხსოვნა, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი სახელმწიფოსთვის. მარადიული მადლობა, ყველა ჩვენს გმირს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

234 სამხედრო პირიდან  59 ჯარისკაცი ომში დაიღუპა. ჯილდო კი მათ ოჯახებს გადაეცემა.

 

მსგავსი თემები