უკრაინულ-რუსული მოლაპარაკებები კარგად მიდის

უკრაინული მხარე ომის შეჩერებასთან დაკავშირებით უკრაინულ-რუსული მოლაპარაკებებით ამჯერად, შედარებით კმაყოფილია. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, მუშაობა  საკმაოდ კარგად მიდის.

„საკითხზე (ომის დასრულებაზე) მუშაობდა ჩვენი დელეგაციაც რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე. საკმაოდ კარგად, როგორც მაცნობეს. თუმცა, ვნახოთ, ხვალ გაგრძელდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დამპყრობლების ქმედებები მსოფლიოს ახალი სანქიებისკენ  უბიძგებს, რაც მას აძულებს,  უკან დაიხიოს.

მხარეები მოლაპარაკებას დღესაც გააგრძელებენ. როგორც გუშინ, შემდეგი ეტაპიც ვირტუსლური იქნება.

 

მსგავსი თემები